შალვა პაპუაშვილი – მედიის აკრედიტაციის თაობაზე: მიღებულია ლოგიკური, ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესო წესი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის ანგარიშის და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდგომ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მან ისაუბრა მედიის აკრედიტაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ მიღებულია ლოგიკური, ადამიანურად გასაგები, ყველა სტანდარტით საუკეთესო წესი.

„მიკვირს კიდეც, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. როდესაც გაქვს აბსოლუტური თავისუფლება და გარკვეული წესები შემოდის, ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია ყველასთვის, ჩემთვისაც დისკომფორტი იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი და მიწევს ყველა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. ეს დისკომფორტი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით იმისთვის, რომ გარკვეული უპირატესობები გვეძლევა. რა არის უპირატესობა? – ეს არის საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას არა საშვების თხოვნით, არამედ ნებისმიერ დროს, როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, შემოხვიდეთ ამ შენობაში და განახორციელოთ საპარლამენტო ჟურნალისტის ფუნქციები,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უპირველესი ვალდებულებაა, პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამუშაო გარემო, მშვიდი სამუშაო ატმოსფერო, რაც იმავე დროს ხელს არ შეუშლის მედიასთან სრულფასოვან კომუნიკაციას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები