ირაკლი კობახიძე: კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი

“კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება, არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყანაში არეულობის დაწყებაა.

„კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი არიან მილიონრები და არა მარტო. გამოჩნდა, რომ ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას უკავშირდება არის თავიან ბოლომდე პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი. არავითარი სამედიცინო აქ არაფერია, არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. ეს ლობისტური დოკუმენტიც არის ამ მიზნის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი გამოხატულება“,- აღნიშნა კობახიძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები