ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე“: რეალურად, მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ – პარტია დასუსტების რეჟიმშია
“თავიდან თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ თქვეს, რომ მანდატებს არ ტოვებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეჟიმში იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დასუსტების რეჟიმშია.
„რეალურად, მანდატები ენანებათ, ეს დაინახა ყველამ. მათი ხელფასები ფინანსური შეღავათია კეზერაშვილისთვის. თუ მანდატებს დატოვებენ, დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება ოლიგარქისთვის, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” შესაბამის ფრთას აფინანსებს. აქედან გამომდინარე, მათ უკან დაიხიეს. თავიდან თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, შემდეგ თქვეს, რომ მანდატებს არ ტოვებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეჟიმში იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. მთავარია, რომ ისინი არიან დასუსტების რეჟიმში. ეს არის მთავარი რეჟიმი, რაც მათ ახასიათებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, ეს არის ძალიან კარგი პროცესი, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაში წარიმართება. ეს არის დასუსტების პროცესი, რაც მგონია, რომ შეუქცევადი იქნება. იმის რესურსი, რომ ქვეყანა არიონ, ნულოვანია. სწორედ ამიტომ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ხედავენ, რომ ნულოვანი რესურსი აქვთ ლიდერებს. აქედან გამომდინარე, არავითარი რესურსი არ არსებობს, რომ ქვეყანა არიონ. კიდევ უფრო მეტად უნდა დასუსტდეს “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს თუ 40 კაცი იკრიბება, მგონი, 40 კაციც ზედმეტია ხაბეიშვილისა და მისი მეგობრებისთვის“, – აცხადებს კობახიძე.