ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს – მეტი დაფიქრება სჭირდება

“პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება. მისი განცხადებები იმ მეინსტრიმშია ჩამჯდარი, რომელსაც „კეთილისმსურველები“ ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომელთაც ერთხელაც არ მოუწოდებიათ სააკაშვილისთვის, რომ ექიმების დანიშნულება შეასრულოს და საკვები მიიღოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს.

“სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, მაგრამ სასამართლოს სააკაშვილის დაცვა უმტკიცებდა, რომ ეს ადამიანი მოწამლეს, აწამეს და მკურნალობას არ უნიშნავენ. მოსამართლეს რა ექნა, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდებების გამამყარებელი დოკუმენტი ვერ მოიტანა. მოსამართლეს მაინც დიახ ეთქვა – სახელმწიფომ მოწამლა და აწამაო? პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება. მისი განცხადებები იმ მეინსტრიმშია ჩამჯდარი, რომელსაც „კეთილისმსურველები“ ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომელთაც ერთხელაც არ მოუწოდებიათ სააკაშვილისთვის, რომ ექიმების დანიშნულება შეასრულოს და საკვები მიიღოს. კამპანიის ნაწილი ხდება ეს ყველაფერი. პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, მმართველ პარტიას რას ეტყვის ან ოპოზიციას, სახელმწიფოს იმიჯზეც უნდა ფიქრობდეს. როცა ყოფილი პრეზიდენტი თანახმაა, სიმულაციით სახელმწიფოს ზიანი მიაყენოს, ალბათ, უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს სახელმწიფოს დასაცავად და არა რომელიმე პარტიის დასაცავად ან გასაკრიტიკებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები