ირაკლი ზარქუა – MKD-ის განცხადებაზე: მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო იმ ევროპელებს, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს, ვინც დემოკრატიის დამცველები არიან, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, იქნებ, ხმა ამოიღოთ

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა იურიდიული ფირმა MKD-ის განცხადებას ეხმაურება.

“ის სამართლიანი კრიტიკა, მათ შორის, შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტის შესახებ, რომ სიმართლე ითქვას მსოფლიოს მასშტაბით – ეს იბლოკება. ეს თურმე ტაბუდადებულია. ეს რანაირი მიდგომაა?! ჩვენ ევროპა გვინდა იმის გამო, რომ ვიცით, იქ ადამიანის უფლებები არის უფრო მეტად დაცული, რომ არის მედია თავისუფალი და რაღაც ტაბუ არ აქვს დადებული ასეთ თემებს. მით უმეტეს, როცა სიმართლე უნდა ითქვას. ცოტა გაოგნებული ვარ. მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო იმ ევროპელებს, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს, ვინც დემოკრატიის დამცველები არიან, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, იქნებ, ხმა ამოიღოთ”, – განაცხადა ზარქუამ.

იურიდიული ფირმა – MKD Law დღეს გავრცელებულ წერილში, რომელშიც საუბარია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ“, ბრიტანულ მედიაში ცენზურაზე საუბრობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმედგამაცრუებელია, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები