თურქეთში მიწისძვრის შედეგად 5775 შენობაა დანგრეული

MALATYA, TURKIYE- FEBRUARY 7: Search and rescue efforts in Maras after the earthquake on February 7, 2023 in Maras, Türkiye. After an earthquake with a magnitude of 7.8 occurred in the Pazarcık district of Kahramanmaraş ruins on February 6. (Photo by Yavuz Ozden/dia images via Getty Images)

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) გენერალური დირექტორის, ორჰან თათარის განცხადებით, 6 თებერვალს თურქეთის 10 პროვინციაში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 5,775 შენობა ჩამოინგრა.

მისი თქმით, თურქეთის 10 პროვინციაში სამაშველო ოპერაციებში სულ 60 217 ადამიანია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები