აღმაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა

თბილისში აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევა “თეგეტა მოტორსის” სიახლოვეს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი ამოტრიალდა. მსუბუქად დაშავებულია ერთი მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები