ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ 2022 წელს  გაწეული საქმიანობის  ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დღეს პლენარულ სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა და ყურადღება გაამახვილა დიასპორული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის სახალხო დიპლომატიაში;

როგორც მან აღნიშნა, კავკასიის მიმართულებით საქმიანობა წარიმართა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის, სახალხო დიპლომატიის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. მისივე განცხადებით, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის განვითარება, ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და შესაბამისი მოქნილი სამართლებრივი ბაზის შემუშავება.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან, რომელიც არის ერთ-ერთი დონორი ორგანიზაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის, მიგრაციის, დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებს, საერთაშორისო ვიზიტებს და სხვა.

ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სპეციფიკურ საქმიანობაზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინაში საომარ მოქმედებებს უკავშირდება. კომიტეტს უწყვეტი კავშირი აქვს უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან.

ბექა ოდიშარიას თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, განსაზღვრული პრიორიტეტებისა და დარგობრივი მიმართულებების ფარგლებში, 2023 წლისთვის კვლავ გეგმავს საკანონმდებლო, საზედამხედველო და საზოგადოების ინფორმირებულობის მიმართულებით აქტიურ საკომიტეტო საქმიანობას, ასევე, კომიტეტი გაგრძელდება მუშაობა მიმდინარე და ახალ პროექტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები