გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: არ მახსოვს ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ლოიალობა

“მე არ მახსოვს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობის პერიოდში ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ გარკვეული ლოიალობა და შემოეთავაზებინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას “ქრონიკასთან” განაცხადა.

ვოლსკიმ ოპოზიციასთან ერთად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესიც შეაფასა.

“თუკი რაციონალურია წინადადება, რასაკვირველია, უნდა დათმო, მაგრამ, როცა კამათი მიდის კამათისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ თუკი მას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს“ და შინაარსისგან დაცლილი შეტევა თუ ხდება, რასაკვირველია, რთულია.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მე არ მახსოვს ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობის პერიოდში ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ გარკვეული ლოიალობა და შემოეთავაზებინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები