მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ

“მგონი, მათ უბრალოდ მუშაობა ეზარებათ, მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, მათ შორის, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, როდესაც ბოლო პუნქტები დარჩა შესასრულებელი და უმეტესწილად მათზეა დამოკიდებული, შესრულდება თუ არა, ახლა ბოიკოტირება რამდენად რელევანტურია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს საზოგადოებამ განსაჯოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითონაც არ იცის, რას აკეთებს.

„ბოიკოტის არსი რაში მდგომარეობს: ამირჩიეს პარლამენტის წევრად, მერე დავწერო განცხადება, რომ ბოიკოტს ვუცხადებ სხდომებს, არ მოვიდე 4 წლის განმავლობაში და ხელფასი ავიღო და პარლამენტარი მერქვას, ასე არ ხდება. ეს არ არის ბოიკოტის წესი. ბოიკოტის წესია, რომ კონკრეტულ სხდომებს, საკითხებს უცხადებ ბოიკოტს და პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამ საკითხების განხილვას არ ესწრები, ესენი დაწერენ ხოლმე ბოიკოტს და მიდიან მერე 1 თვე სადღაც. ამას ეძახიან ბოიკოტს, ეს არასწორი პრაქტიკაა. თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ვითომ დაალაგეს სპეკულაციური კამპანია და ახლა შევიდნენ ჩიხში“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები