ევროკავშირმა თურქეთში 1185 მაშველი გაგზავნა – სირიაში კი რეაგირების მიზნით საჭიროების დონის შეფასება მიდის

ევროკავშირმა თურქეთის დასახმარებლად, სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გზით, 1185 მაშველის და 79 მაძიებელი ძაღლის მობილიზება შეძლო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ამის შესახებ ევროკომისიაში განაცხადეს.

თავიანთი ჯგუფები ევროკავშირის 19-მა ქვეყანამ გამოყო, მათ შორის არის – ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი, ასევე ალბანეთი და მონტენეგრო.

ამჟამად, თურქეთში 25 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მიემართება, 11 ჯგუფი უკვე ადგილზეა.

გარდა ამისა, დაზარალებულ რაიონებში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით ორი სამედიცინო ჯგუფი გაიგზავნა.

რაც შეეხება სირიას, ევროკავშირი კონტაქტშია ადგილზე ჰუმანიტარულ პარტნიორებთან და აფინანსებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, ასევე, არიგებენ წყალს, საბნებს და ჰიგიენურ საშუალებებს.

მიმდინარეობს სირიის შიგნით საჭიროებების დონის შეფასება, რომ რეაგირების ადაპტირება მოხდეს. განიხილონ დამატებითი რესურსების განთავსებისთვის ყველა შესაძლო ვარიანტი.

შეგახსენებთ, რომ, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველომ სამაშველო 60-კაციანი ჯგუფი გუშინვე გამოყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეცტექნიკასთან და მაძიებელ ძაღლებთან ერთად უკვე დაზარალებულ რაიონში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები