მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: საქართველო დედაენას არ დაკარგავს, თუ ისინი არ იმოღვაწებენ პარლამენტში – მანდატს ვერ ელევიან, ეს არის ფაქტი
“ფაქტია, რომ ვერ ელევიან, მათ შორის, პრივილეგიებს, რომლებიც შეიძლება, იგივე დეპუტატობიდან გამომდინარე ჰქონდათ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რაიმე პროგრესში წვლილი შეტანილი არ აქვს.
„ისინი რაღაც გარკვეულ მანდატს ვერ ელევიან, ეს არის ფაქტი. ნამდვილად საქართველო დედაენას არ დაკარგავს, თუ ისინი არ იმოღვაწებენ პარლამენტში – როცა დადიოდნენ და ამბობდნენ, ვმუშაობთო, მაშინაც რომ გითხრათ, რომ რამე წვლილი შეიტანეს რამე პროგრესში, მოგატყუებთ. სამწუხაროდ, ხელის შეშლით და რაღაცების გაფუჭებით თავი ნამდვილად დაგვამახსოვრეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.