ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონომიკასთან, ფასებთან და ა.შ.

“ნაცმოძრაობა” და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე – უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდს აინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონომიკასთან, ფასებთან და ა.შ.

„რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ, მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს მოუწიათ უკან დახვევა – ეს არის არათანმიდევრულობის შედეგი, თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენ ეს დიდად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონომიკასთან, ფასებთან და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები