მედია: რუსეთის პატრიარქი შვეიცარიაში ჯაშუში იყო

რუსეთის პატრიარქი, კირილი 1970-იან წლებში ჟენევაში საბჭოთა საგარეო დაზვერვის სამსახურში, კგბ-ში მუშაობდა.

ამის შესახებ Matin Dimanche და Sonntagszeitung შვეიცარიის ფედერალური არქივის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კირილზე დოსიე მაშინდელმა ფედერალურმა პოლიციამ შეადგინა და შემდეგ გაასაჯაროვა.

1970-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქი ჟენევაში “მიხაილოვის” სახელით ცხოვრობდა. ოფიციალურად, ის წარმოადგენდა მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. მისი ამოცანა, სხვა საკითხებთან ერთად, საბჭოზე გავლენის მოხდენა იყო.

მედიის ცნობით, იმდროინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობის მიზანი იყო ჟენევის იძულება, რომ დაეგმოთ აშშ და მათი მოკავშირეები, ასევე, საბჭოთა კავშირში რელიგიური თავისუფლების ნაკლებობის კრიტიკის შემსუბუქება მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები