თურქეთის აღმოსავლეთით 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიიდან 17 კილომეტრის დაშორებით 5,5 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი იტყობინება.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 8 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.