გურამ მაჭარაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათზე ითქმის, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”

“ნაცმოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე, პარტიაში პროცესები კანონზომიერად მიდის, მათზე ითქმის, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ის მიიღო, რაც ქვეყნისთვის უნდოდა.

„არეულობა უნდოდათ ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში, ეძებდნენ სახელმწიფოში ერთ ოლიგარქს და საკუთარ პარტიაში ორი აღმოაჩინეს, ჩრდილოვან მმართველობას ეძებდნენ და ახლა პარტიაში არაფორმალურ მმართველებზე საუბრობენ. ოპოზიციურ ველზე დიდი ადგილი ჩნდება – 2024 წლისთვის „ომის პარტიას“ აღარ ექნება ოპოზიციაში ლიდერობის რესურსი, რაც სხვებმა უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები