1700 დანგრეული ობიექტი, მათ შორის, ადმინისტრაციული შენობები და საავადმყოფოები – თურქეთში ნგრევის შესახებ ინფორმაცია განახლდა

თურქეთში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემით, 1700 შენობაა დანგრეული, მათ შორის არის ადმინისტრაციული შენობა და საავადმყოფოები.

ამის შესახებ თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, 78 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

“მათგან სამი, 6 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო, რვა – 5-ზე მეტი. განმეორებითი ბიძგები დიდ საფრთხეს წარმოადგენს დაზიანებული შენობებისთვის”, – თქვა მან.

ოქტაიმ გააფრთხილა მოქალაქეები, ხელისუფლების ნებართვის გარეშე სახლებში არ დაბრუნდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, მათი აზრით, შენობა უმნიშვნელოდ არის დაზიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები