ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის “ღია კარის დღე” გაიმართა
ქუთაისის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის “ღია კარის დღე” გამართა. სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამები, ასევე ის შესაძლებლობები და შეღავათები გააცნეს, რასაც მათ ქუთაისის უნივერსიტეტი სთავაზობს.
შეხვედრა დინსტანციურ რეჟიმში გაიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ატვირთული ფოტო-მასალის საფუძველზე უნივერსიტეტი დინსტანციურად დაეთვალიერებინათ. ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის საფასურის ათ თვეზე გადანაწილებას სთავაზობს.
უნივერსიტეტს აქვს სხვა შეღავათებიც: სწავლის საფასურის 20%-იანი დაფინანსებით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, თუ ის ვერ მოიპოვებს სახელმწიფოს მიერ სწავლის საფასურის დაფინანსებას; უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული შეთავაზების ფარგლებში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის (სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო მოსამსახურის ოჯახი წევრი (მეუღლე, შვილი) მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ის დაფინანსებას. სწავლის საფასურის თითოეულ პირზე 10%-იანი დაფინანსებით ისარგებლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი; სწავლის საფასურის 20%-იანი დაფინანსებით ისარგებლებს სტუდენტი, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი, ან რომელმაც თავშესაფარი დატოვა ბოლო 6 (ექვსი) თვის მანძილზე.