შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ამბობდა – „გასაჯაროვდეს კითხვარი, ჩვენ უნდა შევავსოთ, არ ვენდობით ხელისუფლებას“; შევსებული კითხვარის ყდასაც იწუნებდნენ, სწორედ ამ კითხვარის საფუძველზე – ევროკავშირმა საქართველოს ლიდერობა აღიარა

„როდესაც კითხვარი გადმოგვეცა, მთელი კამპანია იყო აწეული. ოპოზიცია ამბობდა: „გასაჯაროვდეს კითხვარი, ჩვენ უნდა შევავსოთ, არ ვენდობით ხელისუფლებას, რომ ის კარგად შეავსებს კითხვარს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაზე ისაუბრა.

“შემდეგ, გახსოვთ, რომ შევსებული კითხვარის ყდასაც იწუნებდნენ. ვნახეთ, რამდენად უსაფუძვლო იყო ის პანიკა, ვინაიდან სწორად ამ კითხვარის საფუძველზე ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ლიდერობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები