რატი იონათამიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს

“მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყანა და გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააბრუნონ 1991 წლის დეკემბერში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას.

იონათამიშვილის თქმით, “ომის პარტია” ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს.

„ფაქტი ერთია, ამ ადამიანების უკანაც დგანან ისეთი ჯგუფები, ვინც მაშინ ხელი შეუწყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი გაჩაღებულიყო, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და, ცხადია, ვერც ეს გლობალური და ლოკალური „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები