რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი რომ თვითდაზიანებაზეა გადასული, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის

“მიხეილ სააკაშვილი რომ თვითდაზიანებაზე არის გადასული, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად და ზუსტად იცის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითდაზიანება სასჯელისგან თავის არიდების მეთოდი ვერ იქნება.

“ეს იციან მისმა მხარდამჭერებმაც, შესაბამისად, თვითდაზიანება ვერასდროს იქნება სასჯელისგან თავის არიდების მეთოდი, ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები