რატი იონათამიშვილი: “ნაციონალური მოძრაობისგან” მხოლოდ კლანური დაჯგუფებებია დარჩენილი –  როგორც ჩანს, მალე ესეც აღარ იარსებებს

“ნაციონალურ მოძრაობას” რომ ქართულ პოლიტიკაში პულსი აღარ ესინჯება ეს არახალია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიისგან კლანური დაჯგუფებებია დარჩენილი.

“მათი დაშლის პროცესი რომ შეუქცევადია, ესეც ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ და ეს ყველაფერი არის დამსახურებული იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული პოლიტიკის და საქმიანობის გამო, რომელსაც ეს დესტრუქციული დაჯგუფება ეწევა. შესაბამისად, ახლა პარტიისგან მხოლოდ კლანური დაჯგუფებები არის დარჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს მალე ესეც აღარ იარსებებს”, – აცხადებს იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები