ბექა ლილუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის განცხადებებმა გაურკვევლობა შემოიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის ასეთმა განცხადებებმა, გაურკვევლობა შემოიტანა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ლილუაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს რა არის მისი სტრატეგია და თანმიმდევრულად გაყვეს მას.

„პირველ რიგში, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წნეხის შექმნა უნდა, „ქართული ოცნების“ მიმართ, უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ნორმალიზება და რეალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ამომრჩეველმა ამ პარტიას დააკისრა. პარტია უნდა ჩამოყალიბდეს რა არის მისი სტრატეგია და თანმიმდევრულად გაყვეს მას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის ასეთმა განცხადებებმა, გაურკვევლობა შემოიტანა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები