ოკუპირებულ გალში თითქმის 40 ათასი კოლოფი “კონტრაბანდული თამბაქო” ამოიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლებმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, კერძო სახლში “აფხაზეთის აქციზური მარკის” გარეშე 36 900 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ყველა მასალა ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.

მანამდე, კრასნოდარის საბაჟოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-დან 26 იანვრამდე საბაჟო პუნქტ „ადლერზე“ ოკუპირებული აფხაზეთიდან თამბაქოს კონტრაბანდის 36 მცდელობა აღკვეთეს.

“რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თამბაქოს უკანონო გადაზიდვის ყველა ფაქტზე”, აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 72 საქმე.

ამოღებული თამბაქოს ნაწარმის რაოდენობამ, დაახლოებით, 600 ბლოკი (120 000 კოლოფი) შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები