გურამ მაჭარაშვილი – დეგნანის განცხადებაზე: ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება, სადაც კელი დეგნანი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები არიან.

მაჭარაშვილის თქმით, კელი დეგნანი უჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა – ოფიციალურ ხელისუფლებას.

„ჩვენ ვართ შეშფოთებულები ქალბატონი კელის უსაფუძვლო შეშფოთებით. არ გვახსოვს, რომ ქალბატონ კელის გაეკეთებინოს კომენტარი მაგალითად იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც არის ხელისუფლების წარმომადგენელი ამ დარგში. ე.ი. კელი დეგნანი უჯერებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არ უჯერებს ოფიციალურ ხელისუფლებას. გამოვიდეს და დააფიქსიროს მაშინ, როგორც დიპლომატმა, შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავისი პოზიცია და თქვას, რომ ის არ ენდობა საქართველოს ხელისუფლებას“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები