“ჩერნომორენერგოს” ე.წ. გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებულ აფხაზეთში “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ბაღაფშმა თანამდებობა დატოვა.

დღეიდან მის მოვალეობას მისი, გამანაწილებელი ქსელების საკითხთა  მოადგილე, რამინ ზინგიშვილი შეასრულებს.

ბაღაფში საწარმოს ხელმძღვანელად 2022 წლის 17 ოქტომბერს დაინიშნა.

რატომ დატოვა თანამდებობა ბაღაფშმა, უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ 1-ელი თებერვლიდან ე.წ. რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მოსახლეობას ენერგია დღეში, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები