ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი მოლდოვას “შემდეგი უკრაინის” როლისთვის აკვირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, დასავლეთი მოლდოვას „შემდეგი უკრაინის“ როლისთვის “აკვირდება”.

ამის შესახებ მან „რუსეთი 24“-ის ეთერში, დასავლეთის სანქციებს დაქვემდებარებულ დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, რუსეთის გარშემო რომელი ქვეყანა შეიძლება, უკრაინის გზას დაადგეს, ლავროვმა თქვა, “ამჟამად, ამ როლისთვის მოლდოვას აკვირდებიან”.

“პირველ ყოვლისა  იმიტომ, რომ საკმაოდ სპეციფიკური მეთოდებით შეძლეს ქვეყნის სათავეში პრეზიდენტის დაყენება, არც ისე დემოკრატიული მეთოდებით, ისეთი პრეზიდენტის, რომელიც უბრალოდ მთელი ძალით ცდილობს ნატო-ში მოხვედრას, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მზად არის – რუმინეთთან გაერთიანდეს და, საერთოდაც, ყველაფრისთვის არის მზად”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები