დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ განწირულია
მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური რეიტინგი ნულს ქვემოთაა.
„პარტიის შიგნით ბოღმით გამსკდარი ე.წ. ლიდერები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, შემდეგ ვითომ არჩევნები მოაწყვეს და უკვე პარტიას კულისებში მყოფი პირებით მართავენ, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ვგულისხმობ. ეს პარტია განწირულია. რაც შეეხება მანდატების თაობაზე განცხადებას, ხაბეიშვილი ოფისებს ვერავის გადასცემს, ეს კარიკატურული ფიგურა პარტიას სად წაიყვანს, ვნახავთ. მათი პოლიტიკური რეიტინგი ნულს ქვემოთაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.