ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა შემცირებულია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. იუსტიციის სამინისტრომ ბოლო ხუთი წლის დემოგრაფიული სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ე.წ. უწყების ცნობით, 2018 წლიდან შობადობა იკლებს.
თუ 2018 წელს ე.წ. რესპუბლიკაში 1614 ბავშვი დაიბადა, 2022 წელს – მხოლოდ 1142 იყო. ამასთან, ეს მაჩვენებელი 2020 წლიდან მცირდება.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ის იმავე დონეზე რჩება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოსახლეობის გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “კოვიდურ” 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც 2 228 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე, შემცირებულია ქორწინების შემთხვევები – თუ 2018 წელს – 917 ახალი ოჯახი დარეგისტრირდა, 2022 წელს – მხოლოდ 598.
ამავდროულად, განქორწინებულთა რაოდენობა იყო დაბალი.