„რას ვკარგავთ, როცა გამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ“ – საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე და საჯარო ლექცია

 1-ელ თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით,  ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია – „რას ვკარგავთ, როცა გამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ?“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საჯარო ლექციას ლევან ბერძენიშვილი, თამარ ლებანიძე და ივა ფეზუაშვილი გაუძღვებიან.
გამომცემელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველო, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდება ამ საერთაშორისო ინიციატივას და მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდება. პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები