„უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან ყოველთვის დაგიჭერ მხარს“ – სააკაშვილმა ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა

გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს წერს. აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი ავრცელებს.

„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობს, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები