შალვა პაპუაშვილი: გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით, საქართველო არის ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურ დონეზე 41-ე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორისაა.

„2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურ დონეზე 41-ე ადგილზეა, პირველად შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას, ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის არის გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები