Impact Hub Tbilisi, „ეფეს საქართველოს“ მხარდაჭერით, პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს
Impact Hub Tbilisi, „ეფეს საქართველოს“ მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას პრე-აქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას. პროგრამის ორგანიზატორების ინფორმაციით, პრე-აქსელერატორში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს/კომპანიებს, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. “პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: shorturl.at/abI02 7 თებერვალს, 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად შემოგვიერთდით ბმულზე: shorturl.at/EGIN4 პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (მარტი – ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება. პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები: EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
R