აშშ-ში COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 11 მაისს მოიხსნება

აშშ-ში COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა, 11 მაისს მოიხსნება.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ბრძანების ვადა რამდენიმე თვეში იწურება, 11 მაისამდე გახანგრძლივდება და შემდგომ გაუქმდება.

ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი სარგებლობდა უფასო ტესტებით, ვაქცინებით და მკურნალობით. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, აღნიშნული ხარჯები გადაეცემა კერძო დაზღვევას და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში COVID-19-ის გავრცელების სიხშირე მცირდება, მთავრობის მონაცემებით, ყოველდღიურად ვირუსს 500-ზე მეტი ადამიანი ეწირება.

30 იანვარს ჯანმო-მ COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები