„რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს“ – ზელენსკი

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა აღადგინოს და დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია.

„რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენს ქვეყანაში, რათა ყველაფერი აღვადგინოთ და ამით დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა დღეს გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანიის დელეგაციასთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები