ტაბახმელა-წავკისის ტყე-პარკში ცეცხლმა 10 ჰექტარი მწვანე ნარგავი გაანადგურა

ტაბახმელა-წავკისის ტყე-პარკში ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა. როგორც “კვირას“ თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი მიუდგომელ ადგილას იყო გაჩენილი, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ძნელად მოხდა. მათივე განცხადებით, იყო საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტშიც გადასულიყო.
ხანძარს 14 სახანძრო ბრიგადა ებრძოდა. ხანძრის ლოკალიზაცია გვიან ღამით მოხდა, თუმცა უსაფრთხოების გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. შეგახსენებთ, რომ ოქროყანა-წავკისის ტყე-პარკში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები