საქართველოს პირველი ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში – ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ესპოოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკლე პროგრამაში შესანიშნავი ასპარეზობისა და პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს, მოგვიანებით, ასევე ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილი – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც, შესაბამისად, მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები