საგარეო უწყება: ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას – სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულის ოჯახს
ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას – სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულის ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელიც “ტვიტერში” გავრცელდა.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი ძალადობის აქტი ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია. სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულის ოჯახს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანში აზერბაიჯანის საელჩოში თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი.