ჰერმან საბო – ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ

ეს რეზოლუცია უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციას.

„ასე თუ გავაგრძელებთ, ძალიან მარტივი უარი გვექნება. ნაცვლად იმისა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვიყოთ გაერთიანებულები, დაკავებული ვართ შიდა კინკლაობით, შიდა სამზარეულოს განხილვით. საქმეს არ ვაკეთებთ და არც გვეტყობა, რომ ამის კეთების სურვილი გვაქვს. ეს რეზოლუცია უნდა იყოს, როგორც გამაფრთხილებელი ზარი, რათა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს გადააბიჯონ და შეთანხმება მოახერხონ. პარლამენტის დასვენების პერიოდი დაემთხვა და ევროპაში ისეთი მოდუნებული პოლიტიკური სიგნალები გავაგზავნეთ, რომ იქ გიჟს ჰგვანან და ასეთი რეზოლუცია გამოგვიგზავნეს. იმედია, ეს რეზოლუცია გამოგვაფხიზლებს, რადგან თუ ასე გავაგრძელებთ, კანდიდატის სტატუსის მიღების არანაირი შანსი არ გვაქვს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები