აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა

A man wearing military camouflage stands at the entrance of the 'PMC Wagner Centre', associated with the founder of the Wagner private military group (PMC) Yevgeny Prigozhin, during the official opening of the office block on the National Unity Day, in Saint Petersburg, on November 4, 2022. (Photo by Olga MALTSEVA / AFP) (Photo by OLGA MALTSEVA/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს აშშ-ში ჯგუფის ნებისმიერი აქტივის გაყინვას და ფიზიკური პირების მიერ „ვაგნერისთვის“ სახსრების, საქონლისა და მომსახურების მიწოდების აკრძალვას.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, „ვაგნერელები“ ​​ჩართულნი არიან სერიოზულ დანაშაულებრივ ქმედებებში, კერძოდ კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასობრივი სიკვდილით დასჯაში, გაუპატიურებას, ბავშვების გატაცებასა და ფიზიკურ ძალადობაში.

აშშ-ს ხაზინამ სანქცირებულთა სიაში ასევე შეიყვანა მრავალი იურიდიული და ფიზიკური პირი სხვადასხვა კონტინენტიდან, რომლებიც მხარს უჭერენ „ვაგნერის“ საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები