დავით სონღულაშვილმა ქნესეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმოიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს – ქნესეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ ისრაელის საქმიანი წრეებისა და კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

დავით სონღულაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები