გურჯაანში ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა

სოფელ გურჯაანში მოულოდნელად გაცენილმა ხანძარმა სამი სახლი დაწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის რეგიონის სამაშველო სამსახურის, რამდენიმე რაიონის სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს საათზე მეტი დასჭირდათ. ადგილობრივი ხელისულება დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები