ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტიბევზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, როგორც კომიტეტებს ასევე, მეგობრობის ჯგუფებს შორის. მხარეებმა, როგორც შავი ზღვის ასევე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ისაუბრეს იმ მსგავსებებზე, რაც ორივე რეგიონს ახასიათებს.
ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე საუბრისას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წელი, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები