საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე აჭარის პოპულარიზაცია დაიწყო

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცია დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე Fitur 2023 მადრიდში და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე Matka 2023 ჰელსინკში. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს მადრიდის გამოფენის ფარგლებში, სადაც საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი და 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. რაც შეეხება, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას, Matka 2023-ზე ბათუმის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წლის განმავლობაში, რეგიონის პოპულარიზაცია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა თუ ღონისძიებაზე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები