გაერო: ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკის 35% ჩამოშლილია

ომის შედეგად უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა.

 

ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია ნათქვამი.

 

გარდა ამისა, უკრაინის ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

გაეროს ეკონომისტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ეკონომიკურ მხარდაჭერას გეგმავს, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს.

 

„2023 და 2024 წლებში უკრაინის ეკონომიკის პერსპექტივები ძალიან გაურკვეველია და ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე. 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ზე მეტით შემცირდა მეზობელ ქვეყნებთან სარკინიგზო და სხვა კომუნიკაციების, საგზაო ქსელების და ხიდების მასიური განადგურების გამო. შეფერხებულია სამრეწველო და კომერციული საქმიანობა, მიგრაციისა და ჯარში გაწვევის გამო, მუშა ხელის დიდი დანაკარგებია“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის იერიში ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, პორტების ბლოკირება და ფოლადის ქარხნების დაზიანება.

 

“ეროვნული ბანკის პირდაპირმა ფულადმა დაფინანსებამ, სახელმწიფო ხარჯების მთლიანი საჭიროებების, დაახლოებით მხოლოდ მესამედის უზრუნველყოფა შეძლო. ამან გამოიწვია სავალუტო რეზერვების ამოწურვა, რამაც უკრაინის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები