კიევის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში რუსული რაკეტების მოგერიება მოხერხდა
უკრაინის, თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გრძელდება.
ტელეგრამის არხებზე რეგიონების ხელმძღვანელები რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა დაწერა, რომ „არის ჩამოგდებული პირველი რუსული რაკეტები“.
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია თავდასხმის საფრთხეზე აფრთხილებს მოსახლეობას.
მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის კიევის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, “სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვა მუშაობს”.
ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის სპიკერმა თქვა, რომ გაშვებული რაკეტების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.