ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მომღერლისა და ლოტბარის – დომენტი ქარჩავას პირადი არქივი გადაეცა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მომღერლის, ლოტბარისა და გურიაში არაერთი სოფლის გუნდის ხელმძღვანელის, დომენტი ქარჩავას პირადი არქივი გადაეცა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, არქივში ფოტოები, საგაზეთო სტატიები, მაგნიტური ფირები, წერილები და ლექსები შედის.
მასალა ცენტრს დომენტი ქარჩავას შვილიშვილმა, ოთარ ქარჩავამ გადასცა
ცენტრი აღნიშნულ მასალას დაამუშავებს, გააციფრებს, ხოლო ორიგინალი ვერსიები ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეინახება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები