“ზელენსკი და მისი გარემოცვა რუსეთის შიგნიდან დასუსტებას ცდილობს” – მედვედჩუკი

უკრაინაში სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებული, პრორუსი ყოფილი დეპუტატი და ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი ამბობს, რომ “ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვა დასავლეთის მიერ დასახული მიზნის განხორციელებას ცდილობს – მოხდეს რუსეთის დასუსტება შიგნიდან”.

 

ამის შესახებ მან Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა.

 

„მათ მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ. ეს დაპირისპირება უნდა იყოს მიმართული რუსეთის დასუსტებისკენ. გასაგებია, რომ უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს, ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. მაგრამ რუსეთის შიგნით, რაიმე სახის დაპირისპირების გაღვივება, პროცესების, რომლებიც შეძლებენ რუსეთის დასუსტება – ეს არის დასავლეთის მიერ დასახული მიზანი და რომლის რეალიზებას ცდილობს ზელენსკი და მისი გარემოცვა“, – თქვა მედვედჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები