ოკუპანტებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის რეგიონი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ლუკაშუკმა დაწერა, რომ ირანული დრონების თავდასხმის შედეგად “ჭურვი სამრეწველო საწარმოს მოხვდა”.
მისივე ინფორმაციით, დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალებიც უცნობია.
რუსმა ოკუპანტებმა “შაჰედებით” უკრაინის იერიში გვიან ღამით განაახლეს. სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ 24 დრონის მოგერიება შეძლეს, მათგან 15 კიევის თავზე.
უკრაინაში ამ წუთებშიც ისმის საჰაერო განგაშის ხმა.
სავარაუდოა, რომ რუსებმა კასპიის ზღვიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, თუმცა, ინფორმაცია ჯერ არ დაზუსტებულა.