უკრაინაში საჰაერო განგაშია – ღამით კიევთან 15 დრონია ჩამოგდებული

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ისევ საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რამდენიმე ტელეგრამ არხი წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ხარკოვის, მიკოლაევისა და ოდესის ტელეგრამის არხები იტყობინებიან, რომ ამ ქალაქებსა და რეგიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგია სასწრაფოდ გაითიშა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ღამით ოკუპანტებმა უკრაინაზე იერიში ირანული დრონებით განაახლეს.

მოხერხდა 24 “შაჰედის” ჩამოგდება, მათგან 15-ის კიევის თავზე.

აღნიშნულია, რომ დრონების გაშვება აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან ფიქსირდებოდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არც ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები